Faq

Getcontact ფასიანი აპლიკაციაა? 

Getcontact გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გამოწერის სხვადასხვა ვარიანტებს, რაც კონკრეტული პრივილეგირებული თვისებების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. გამოწერის შეთავაზებები და ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. პროფილის გვერდზე პრემიუმ შეთავაზებებში შესაძლოა იმის შემოწმება, პრემიუმ სერვისი ხელმისაწვდომია თუ არა მოცემულ რეგიონში. 

ჩემი Getcontact ანგარიში არ აქტიურდება, ვერ ვიღებ PIN კოდს. 

პირველ რიგში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ნომერი სწორად მიუთითეთ. თუ ტელეფონის ნომერი სწორია და PIN კოდის მიღება ისევ ვერ ხერხდება, კვლავ სცადეთ 15 წუთიანი ინტერვალებით. თუ პრობლემა შენარჩუნდება, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: support@getcontact.com

შემიძლია სახელის მიხედვით ძიება? 

Getcontact აპლიკაცია შემომავალი ზარის იდენტიფიკაციას მხოლოდ ტელეფონის ნომრით ახდენს. სამწუხაროდ, შეუძლებელია სახელით ძიება. 

როგორ შეიძლება ტელეფონის ნომრისათვის სპამის სტატუსის მინიჭება? 

სპამის იდენტიფიკაცია შესაძლებელია სპეციალური ალგორითმით, რომელიც მომხმარებლის უსაფთხოებას უმაღლეს დონეზე ინარჩუნებს. Getcontact მიმოიხილავს მილიონობით მომხმარებლის უკუკავშირს და ამის მიხედვით ადგენს, ზარი სპამია თუ არა. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ტექნოლოგიების სრულყოფას. 

როგორ შემიძლია ნომრის დაბლოკვა და მისთვის სპამის სტატუსის მინიჭება? 

"შეტყობინების" ღილაკის გამოყენებით, რომელიც შემომავალი ნომრის ძიების დროს ჩანს, მომხმარებელს შეუძლია დარეპორტება ან მისი დაბლოკვა წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით.

- თუ მხოლოდ ნომერს დაბლოკავთ, იგი ამის შემდეგ სპამში განთავსდება.

- თუ ნომერს დაარეპორტებთ და დაბლოკავთ კიდევაც, ამის შემდეგ ამ ნომრიდან აღარ მიიღებთ ზარებს. 

როგორ შემიძლია თავის დაცვა სპამური ზარებისაგან

თუ თქვენ იყენებთ iOS მოწყობილობას;

Getcontact აპლიკაციის ქვედა მენიუში ღილაკზე "დაცვის გააქტიურება" დაჭერით, მომხმარებლებს შეუძლია სპამისაგან თავის დაცვა ინსტრუქციების მიხედვით.

ამის შემდეგ, სპამის ეკრანის ქვემოთ ჩამოწევითა და "სპამის პარამეტრებში" ღილაკზე "პარამეტრების შეცვლა" დაჭერით, შემდეგ ვარიანტებს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაეკთება: "ყველა სპამური ზარის დაბლოკვა" და "სპამური და თაღლითური ზარების დროს გაფრთხილების ჩვენება".

თუ თქვენ იყენებთ ანდროიდის მოწყობილეობას;

სპამისაგან თავის დაცვის ორი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ სარგებლობა:

- აპლიკაციის დაინსტალირებისას, კონკრეტული ნებართვის მიცემის შემდეგ სპამისაგან თავის დაცვა ავტომატურად აქტიურდება.

- იმ შემთხვევაში, თუ არ მიგიციათ ზემოხსენებული ნებართვები, სპამისაგან თავის დაცვის გააქტიურება შესაძლებელია იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომლებიც მოცემულია აპლიკაციის ქვედა მენიუში "სპამის" განყოფილებაში ღილაკზე "თავდაცვის გააქტიურება" დაჭერით გახსნილ მენიუში.

ამ ნაბიჯის შემდეგ, სპამის ეკრანის ქვემოთ ჩამოწევითა და  "სპამის პარამეტრებში" ღილაკზე "პარამეტრების შეცვლა" დაჭერით, შემდეგ ვარიანტებს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება: "ყველა სპამური ზარის დაბლოკვა" და "სპამური და თაღლითური ზარების დროს გაფრთხილების ჩვენება".

შემთხვევით მიუვუთითე ნომერი სპამად. როგორ შემიძლია ამის გამოსწორება? 

ნომრის საძიებო ველში ჩაწერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ღილაკი "განბლოკვა". მასზე დაჭერით შეძლებთ განბლოკვასა და ნომრის ამოღებას სპამის სიიდან.

აპლიკაციის ქვედა მენიუში "სპამზე" დაჭერითა და თითით გვერდის ქვემოთ ჩამოცურებით, თქვენ წვდომა გექნებათ "სპამის პარამეტრებზე", სადაც ნახავთ "დაბლოკილი ნომრების სიას". აქედანაც შეგიძლიათ ნომრის წაშლა სპამის სიიდან ეკრანზე თითის მარცხნივ გაცურებით.

რატომ ვერ ვხედავ დამრეკის ინფორმაციას ყველა შემომავალი ზარის დროს? 

Getcontact ზრუნავს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვაზე. ჩვენ არ შეგვიძლია იმ ნომრის იდენტიფიკაცია, რომლის პატრონსაც სურს, რომ იგი უჩინრად დარჩეს.

რას წარმოადგენს Getcontact PIN კოდი? 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე. თქვენ უნდა დაადასტუროთ ნორმის ნამდვილობა ერთჯერადი კოდით, რათა ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცეს, რომ თქვენ და სხვა მომხმარებლებს უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ. 

რას წარმოადგენს თეგი? როგორ შეიძლება დავამატო თეგები? 

თეგი არის ინფორმაცია, რომელიც Getcontact მომხმარებელს მიანიჭეს სხვა მომხმარებლებმა (ზედმეტსახელი, სახელი, ა. შ.). მომხმარებელს შეუძლია ამ თეგების მოწესრიგება.

Getcontact სხვა მომხმარებლებისათვის თეგების მინიჭება შესაძლებელია მომხმარებლების პროფილის მენიუში ღილაკზე "თეგის დამატება" დაჭერით. ამ ოპერაციის შესრულება შესაძლებელია აპლიკაციაში შესვლისას მენიუში ღილაკზე "სწრაფი თეგის მინიჭება" დაჭერითაც. 

შემიძლია ჩემი თავისათვის თეგების მინიჭება? 

Getcontact საზოგადოების სტანდარტების მიხედვით, თეგების დამატება მხოლოდ სხვა მომხმარებლებისათვის შეგიძლიათ; მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი თეგები. 

როგორ შემიძლია ჩემი თეგების მართვა ან წაშლა? 

თეგების ხილვა და მათი მართვა შესაძლებელია პროფილის გვერდზე, Getcontact ქვედა მენიუში "სხვა" სექციაში გადასვლითა და ღილაკზე "პროფილის ჩვენება" დაჭერით. თეგში შესწორების შესატანად, ეკრანზე თითი გააცურეთ მარცხნიდან მარჯვნივ. 

როგორ შემიძლია "გეთქონთაქთში" პროფილის სახელის შეცვლა? 

თქვენი ხილული სახელის შეცვლა პროფილის გვერდზეა შესაძლებელი. ცვლილების შემდეგ, განახლებულ სახელს პრიორიტეტი მიენიჭება ძიების შედეგების ჩვენების დროს. 

როგორ შემიძლია საკუთარი ნომერი უჩინარი გავხადო სხვა საკონტაქტო პირებისათვის? 

ხილვადობის პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.getcontact.com/manage.

ცვლილებების ასახვა ჩვენს სერვერში 24 საათის განმავლობაში მოხდება. 

როგორ შემიძლია ჩემი ზარების/ძიების ისტორიის წაშლა? 

თუ იყენებთ iOS მოწყობილობას;

ძიების მთელი ისტორიის წაშლა შესაძლებელია ძიების მენიუში ღილაკზე "სულ გასუფთავება" დაჭერით.

თუ იყენებთ ანდროიდის მოწყობილობას;

ძიების ისტორიის წაშლა შესაძლებელია ზედა მენიუში ღილაკზე "გასუფთავება" დაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ ზარების სიის წასაშლელად ტელეფონის ზარების ისტორიის გასუფთავებაც გახდება საჭირო.

რატომ არ ხდება დაფარული ნომრების იდენტიფიცირება? 

დაფარული ნომრების მართვა ხდება GSM ოპერატორების მიერ. ნომერი არ უნდა იყოს დაფარული, რათა Getcontact შეძლოს მისი იდენტიფიცირება. 

რატომ ვერ ვხედავ შემომავალი ზარის ავტორის ვინაობას? 

iOS მოწყობილობებში, მხოლოდ სპამად მიჩნეული ზარების იდენტიფიცირება ხდება. ანდროიდის მოწყობილობებში, ეს პარამეტრი გააქტიურებულია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხედავთ დამრეკის ვინაობას, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ აპლიკაციას ყველა საჭირო ნებართვა მიანიჭეთ. ამ თვისების გააქტიურება შეგიძლიათ აპლიკაციაშივე - ნებართვების მინიჭებით ან ტელეფონის მენიუდან. 

რატომ ვხედავ ძიების მხოლოდ 1 შედეგს?

მოცემული ნომრის მფლობელი თავადაც Getcontact მომხმარებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ თქვენ მისი ყველა თეგის ნახვა შეძლოთ. 

რას ნიშნავს ხარვეზი კოდით 5001?5001

თქვენ ამ ხარვეზს შესაძლოა ნახულობდეთ Getcontact სერვერებთან დაკავშირების დროებითი პრობლემის გამო. აპლიკაციიდან გამოსვლისას, შეგიძლიათ დაელოდოთ ცოტა ხნით და კვლავ სცადოთ დაკავშირება. 

რას ნიშნავს ხარვეზი კოდით 5003?5003

ამ ხარვეზის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. თქვენ უნდა გქონდეთ ინტერნეტთან აქტიური კავშირი აპლიკაციის გამოსაყენებლად. გთხოვთ, გადაამოწმოთ ინტერნეტთან კავშირი. ეს პრობლემა შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ხელისუფლების მიერ ზოგიერთი IP მისამართის ან დომეინის წვდომის შეზღუდვის გამო. 

შემიძლია მისი ნახვა, ვინც ჩემ შესახებ დაამატა თეგები? 

რადგანაც მომხმარებლის თეგები ანონიმურია, შეუძლებელია იმის ნახვა, თუ ვინ დაამატა თქვენი თეგები.

ჩემი ტელეფონის ნომერი სპამადაა მიჩნეული. 

Getcontact ნომრების სპამად იდენტიფიცირებას მოწინავე დონის ალგორითმით ახდენს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ნომერი შეცდომითაა სპამის სიაში მოთავსებულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: support@getcontact.com. თქვენს ნომერს Getcontact ექსპერტი გადაამოწმებს. ჩვენ არ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ სპამის ფილტრში მოთავსებულ ნომერს რაიმე ცვლილება შეეხება ან რომ მას სპამიდან წავშლით. 

ჩემი ტელეფონის წიგნაკის საკონტაქტო ინფორმაცია გახდება თუ არა ძიებადი Getcontact სხვა მომხმარებლების მიერ? 

თქვენი ტელეფონის წიგნაკის საკონტაქტო ინფორმაცია არასოდეს არ არის საჯარო ან ძებნადი Getcontact. ტელეფონის წიგნაკის საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენების ნებართვის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში და მხოლოდ ნებართვის მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვჭირდება თქვენი ნებართვა ტელეფონის წიგნაკის საკონტაქტო ინფორმაციაზე, რათა უმაღლესი ხარისხის მომსახურება  და Getcontact კონკრეტული თვისებების უკეთ გამოყენება შემოგთავაზოთ. 

შემიძლია ჩემი ნომრის ცვლილება? 

Getcontact ანგარიშში ნომრის ცვლილება შეუძლებელია. თუ ამჟამად მითითებული Getcontact ნომერი აღარაა ხელმისაწვდომი და თქვენ ახალი ნომერი გაქვთ, შეგიძლიათ გააუქმოთ არსებული გამოწერა და გამოხვიდეთ აპლიკაციიდან. შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ანგარიში თქვენი ახალი ნომრით. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ გზებს ახალ ნომერზე ისეთი უფლებების გადასატანად, როგორიცაა პრემიუმ გამოწერა და სხვა.

- თუ პრემიუმის ინვოისის პროცედურა "გუგლ ფლეის" ან "ეფალ სთორის" მეშვეობით ხორციელდება, პრემიუმ გამოწერით მიღებული პრივილეგიების გადატანა ახალ ნომერზე შესაძლებელია აპლიკაციაში პრემიუმის გვერდზე ღილაკზე "შესყიდვების აღდგენა" დაჭერით. თუ თქვენ დაკარგეთ წვდომა იმ ანგარიშზე, რომელზეც ხდება ინვოისის გაცემა, თქვენ დაკარგავთ პრემიუმის უფლებასაც.

- თუ ინვოისის გაცემა ხორციელდება საკრედიტო ბარათის ან მობილური ოპერატორის მეშვეობით, გთხოვთ, დაგვიკვშირდეთ შემდეგ მისამართზე: support@getcontact.com. Getcontact ექსპერტი შეაფასებს სიტუაციას და გადაიტანს თქვენს შესყიდვას ახალ ნომერზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს შესყიდვები ძველი ნომრიდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი. 

შემიძლია იმის გაგება, თუ ვინ მოძებნა ჩემი ნომერი

მხოლოდ პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებს აქვთ წვდომა იმ შეზღუდულ ინფორმაციაზე, თუ რამდენჯერ და რა თარიღში მოხდა მათი ნომრის ძებნა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმ ადამიანების ნახვა, რომლებმაც თქვენი თეგები დეტალურად დაათვალიერეს. თუმცა, იმისათვის, რომ ინფორმაციაზე წვდომა გქონდეთ, ადამიანს, რომელმაც დაათვალიერა თქვენი თეგები, თავის პარამეტრებში "კონფიდენციალური რეჟიმი" არ უნდა ჰქონდეს გააქტიურებული. თუ "კონფიდენციალური რეჟიმი" გააქტიურებულია, თქვენ ამ ადამიანს დაინახავთ, როგორც "ანონიმურ პირს". 

როგორ შემიძლია აპლიკაციის გამოწერა?

Getcontact გამოწერის პაკეტების დათვალიერება და არჩევა შესაძლებელია მენიუდან "გეთქონთაქთ პრემიუმი", რომლის პოვნაც შეგიძლიათ აპლიკაციის ქვედა მენიუს "სხვა" განყოფილებაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ პაკეტების შეძენა საკრედიტო ბარათით ან მობილური ოპერატორის მეშვეობით შემდეგ მისამართზე გადასვლით: https://premium.getcontact.com. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "გეთქონთაქთ პრემიუმის" შეძენა არ არის შესაძლებელი ყველა ქვეყანაში. პრემიუმ შეთავაზებები აქტიურია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: 

  • რუსეთი
  • ყაზახეთი
  • უკრაინა
  • ყირგიზეთი
  • აზერბაიჯანი
  • სომხეთი
  • ინდონეზია
  • იემენი
  • ეგვიპტე
  • იორდანია
  • ქუვეითი
  • ლიბანი
  • ომანი
  • კატარი
  • საუდის არაბეთი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • იემენი
  • ბრაზილია
  • ისრაელი

როგორ შემიძლია იმ ელ. ფოსტის მისამართის შეცვლა, რომლის საშუალებითაც ვიყენებ "გეთქონთაქთს"? 

თქვენი ელ. ფოსტის მისამართის შესწორება შეგიძლია აპლიკაციის ქვედა მენიუში "სხვა" განყოფილებაში გადასვლით და ღილაკზე "პროფილის ჩვენება" დაჭერით.

შემიძლია ჩემი Getcontact პროფილზე სხვა ნომრის დამატება?

Getcontact პროფილის გამოყენება მხოლოდ ერთი ნომრით არის შესაძლებელი. 

როდის განახლდება თავისუფალი გამოყენების უფლება?

თქვენი ლიმიტი განახლდება ყოველი თვის პირველ დღეს. არსებული ლიმიტის შესამოწმებლად მიყევით შემდეგ ეტაპებს: "სხვა" > "გეთქონთაქთ პრემიუმი" > გამოწერები > ინფორმაცია გამოწერის შესახებ. 

როგორ შევიტყო დარჩენილი ლიმიტების შესახებ? 

დარჩენილი ლიმიტის შესამოწმებლად მიყევით შემდეგ ეტაპებს: "სხვა" > "გეთქონთაქთ პრემიუმი" > ინფორმაცია გამოწერის შესახებ. 

შემიძლია ხარვეზების შესახებ შეტყობინების გაგზავნა? 

ჯერ ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე? ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ თითოეულ უკუკავშირს, განსაკუთრებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი უკუკავშირის გამოგზავნა აპლიკაციაში შემდეგი ნაბიჯების შესრულებით შეგიძლიათ: დახმარება > დაგვიკავშირდით.

ხარვეზების შესახებ შეტყობინება შემდეგი მისამართის მეშვეობით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ: https://www.getcontact.com/send-report

ელ. ფოსტა: support@getcontact.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის მეშვეობით უკუკავშირის გამოგზავნისას არ დაგავიწყდეთ შემდეგი ინფორმაციის მითითება!

  • ტელეფონის ნომერი:
  • ქვეყანა:
  • პლატფორმა (ანდროიდი, iOS, ქსელი);
  • აპლიკაციის ვერსია:
  • თემა:

რა უპირატესობა აქვს გამოწერის პაკეტებით სარგებლობას? 

Getcontact პრემიუმის გამოყენებით, ჩვეულებრივ მომსახურებასთან ერთად, ისარგებლებთ აპლიკაციის რამდენიმე განსაკუთრებული თვისებით:

- ურეკლამო სივრცე: აპლიკაციაში აღარ იხილავთ რეკლამებს.

- ძიების მეტი შესაძლებლობები: პრემიუმ და/ან უფრო ძლიერი პაკეტების გამოწერის ტიპის მიხედვით, იზრდება ძიების საზღვრება. სტანდარტულ მომხმარებელთან შედარებით, თქვენ გექნებათ ძიების მეტი შესაძლებლობა.

- ძიების სტატისტიკა: თქვენ წვდომა გექნებათ შეტყობინებების გვერდზე, რომელზეც იხილავთ, თუ როდის და რამდენჯერ იქნა თქვენი ნომერი მოძებნილი.

- ვინ იხილა თქვენი თეგები?: პრემიუმ და/ან უფრო ძლიერი პაკეტის გამოწერის შემთხვევაში, შეგეძლებათ იმის ნახვა, თუ ვინ დაათვალიერა თქვენი თეგები. 

დაკოპირებულია ჩემს კონტაქტებში გაკეთებული პირადი ჩანაწერები?

Getcontact-ი მხოლოდ იმ საკონტაქტო ნომრებს გადაამუშავებს, რომლებზეც თქვენ თანხმობა მიეცით თქვენი სატელეფონო მოწყობილობის პარამეტრების ფორმატისა და მდებარეობის შესაბამისად. Ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება თქვენი სატელეფონო მოწყობილობის პარამეტრების ფორმატს, არ გადამუშავდება და არ ინახება ჩვენს მიერ. Თუ კი გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია თუ რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ და რაში ვიყენებთ მათ, მაშინ, გთხოვთ, წაიკითხეთ შესაბამისი სექცია ჩვენს Privacy Policy-ში.

როგორ ვმართო ჩემი გამოწერები?

თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი გამოწერები იმ პლატფორმიდან, სადაც შეიძინეთ გამოწერა.

Google Play Store-ზე შეძენის შემთხვევაში: გამოწერა შეგიძლიათ მართოთ მენიუდან > გამოწერების გვერდიდან. მიჰყევით მომდევნო ლინკს და შედით თქვენს ანგარიშზე https://play.google.com/store/account/subscriptions

თუ კი, გამოწერა შეიძინეთ Apple Store-ზე: მისი მართვა შეიძლება "Manage your subscriptions" ღილაკით, მას შემდეგ, რაც შეხვალთ თქვენს ანგარიშზე ამ ლინკზე https://support.apple.com/en-us/HT202039

ვებსაიტზე შეძენილი გამოწერის სამართავად:შედით თქვენს ანგარიშზე ამ ლინკის მეშვეობით და მიჰყევით ინსტრუქციებს https://premium.getcontact.com

"ანგარიში > გადახდები & გამოწერები > მართეთ გამოწერების გეგმა"

გაითვალისწინეთ, რომ გამოწერის მეშვეობით მიღებული დარჩენილი ლიმიტების გამოყენება მაშინაც შეგიძლიათ, როდესაც გააუქმებთ გამოწერას. გამოწერის გაუქმების შემთხვევაში, წარსულში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნება, ასევე თუ კი გამოწერას გააუქმებთ ბილინგის ციკლის დაწყებამდე, დარჩენილი პერიოდის თანხაც არ დაგიბრუნდებათ.